აგროპორტალი

ჩვენს შესახებ

შპს „სმედა“ (მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოში ერთ ერთ წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში. „სმედა“ ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ითვალისწინებს დამწყები მეწარმეებისა და მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას. უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, „სმედა“ უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, ადგილობრივი ბაზრის შესწავლასა და ინვესტიციების დაგეგმვაში ხელშეწყობას.

„სმედას“ პერსონალი დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი ბიზნეს კონსულტანტებითა და ტრენერებით, რომლებსაც გააჩნიათ დიდი გამოცდილება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში და კარგად იცნობენ, როგორც დასავლურ გამოცდილებას, ასევე ქართულ ბიზნეს რეალობას.

წლების მანძილზე, „სმედას“ კონსულტანტებმა წარმატებით განახორციელეს არაერთი პროექტი და დაადასტურეს თავიანთი მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი. ამავე დროს „სმედა“ მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა დარგებში საექსპერტო ცოდნისა და გამოცდილების მქონე მოწვეულ ექსპერტ-კონსულტანტებთან, რაც აფართოებს კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების სპექტრსა და მასშტაბებს და მოიცავს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმისა და ბიზნესის მრავალ სხვა მიმართულებას.