აგროპორტალი

ჩატარებული სამუშაოები

ქვემოთ მოცემულია „სმედას“ მიერ შესრულებული სამუშაოების შერჩევითი სია:

  • 1,800-ზე მეტი ბიზნეს-გეგმისა და საინვესტიციო წინადადების მომზადება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის;
  • საქართველოს მთავრობის (ეკონომიკის სამინისტრო) დაკვეთით, საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისკენ მიმართული ნაშრომის (205გვ.) მომზადება;
  • პრივატიზაციის პროექტის ფარგლებში, 150–ზე მეტი ქართული მსხვილი საწარმოს ბიზნეს-პროფილების მომზადება საერთაშორისო კომპანია DELOITTE-ის დაკვეთით;
  • საქართველოში მეხილეობის სექტორის DDდღევანდელი მდგომარეობის შესწავლა „გაეროს“ FAO (Food and Agriculture Organization) - ს პროექტის დაკვეთით;
  • ულტრა-ბგერითი და რენტგენის აპარატების ბაზრის შესწავლა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით, გერმანული კომპანია PHILIPS MEDIZINE SYSTEM-ის დაკვეთით;
  • საქართველოში კვების ძირითადი პროდუქტებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების ბაზრის მიმოხილვა აშშ კომპანია BOB WALSH ENTERPRISES-ის დაკვეთით;
  • საქართველოში კვების პროდუქტების იმპორტის შესწავლა ნიდერლანდების „ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრის“ (NETHERLANDS BUSINESS SUPPORT CENTRE) -ის დაკვეთით;
  • საქართველოში ზოგადად და კერძოდ, აგრარულ სექტორში, მცირე და საშუალო მეწარმეობის დღევანდელი მდგომარეობის შემსწავლელი დოკუმენტის მომზადება აშშ კომპანია NATHAN ASSOCIATES-ის დაკვეთით;
  • საქართველოს ბაზრის სხვადასხვა სეგმენტის (ფეხსაცმლის წარმოება და იმპორტი, ლუდის ბაზარი, ფრინველის ხორცი და სხვა) შესწავლა როგორც მსხვილი უცხოური, ასევე ადგილობრივი კომპანიების დაკვეთით;
  • საქართველოს მრეწველობის სახვადასხვა სექტორების მიმოხილვა და ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით;
  • 50–მდე სემინარისა და თრეინინგების ორგანიზება და ჩატარება ბიზნეს დაგეგმარების, ზოგადი და ფინანსური მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში, როგორც დამწყებ მეწარმეთათვის, ასევე მოქმედი საწარმოებისა და ფერმერული საკრედიტო კავშირებისთვის. ეს სამუშაოები ჩატარდა როგორც საკუთრივ „სმედას” ინიციატივით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, პროექტებისა და ფონდების (UNDP, TACIS (ABC project), CARE, SIBLEY, UMCOR, COUNTERPART, SOROS FOUNDATION (Open Society-Georgia Foundation), CONSTANTA FOUNDATION, MERCY CORPS და სხვა), მრავალჯერადი დაკვეთით;
  • „საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საინფორმაციო და ტექნიკური მომსახურების" პროგრამის ჩამოყალიბება. პროექტი დაფინანსდა „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო" (სოროსის ფონდი) -ის ხელშეწყობით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ის დაფინანსებით, სპეციალურად მოწვეული ამერიკელი ფინანსური მენეჯერების მიერ ქართული საწარმოებისათვის ადგილზე გაწეული დახმარების პროექტის განხორციელება ამერიკულ ორგანიზაცია CITIZEN DEMOCRACY CORPS (CDC)-თან ერთად. ამ ერთწლიანი პროექტის განმავლობაში 100-მდე ქართულ საწარმოს გაეწია მაღალკვალიფიციური უფასო საკონსულტაციო დახმარება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით;
  • ქართველი მეწარმეებისათვის 5 სასწავლო პროგრამის (სულ 148 მონაწილეზე) ორგანიზება საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, საბერძნეთის მცირე და საშუალო მეწარმეობის სახელმწიფო სააგენტო EOMEX-ის ეგიდით და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით;
  • გერმანიის ქალაქ კიოლნში კვების პროდუქტების საერთაშორისო ბაზრობა ANUGA-ზე ქართველ მწარმოებელთა დელეგაციის შერჩევა და მგზავრობის ორგანიზაცია, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელშეწყობით;
  • 3-დღიანი ევროპულ-ქართული ბიზნეს კონფერენციის ორგანიზება და ჩატარება ქ.თბილისში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 15 ევროპული და 50 ქართული კომპანიის წარმომადგენლებმა.