ჩვენი გუნდი
ზურაბ კაკაბაძე - დირექტორი
ბატონი ზურაბ კაკაბაძე არის სმედას დირექტორი. ის კომპანიის დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს კომპანიას და მმართველ გუნდთან ერთად ახორციელებს ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის დაგეგმვასა და იმპლემენტაციას. ბატონ ზურაბს გააჩნია 25 წლის სამუშაო გამოცდილება ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში, როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე სამთავრობო უწყებათა კონსულტირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განხრით. წლების მანძილზე ის ხელმძღვანელობდა არაერთ მსხვილ პროექტს, მათ შორის პროექტებს რომლებიც განხორციელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და სხვა საერთაშორისო ორგანიაციების თუ ინსტიტუტების დაკვეთით. ზურაბ კაკაბაძის სამუშაო გამოცდილება მოიცავს საკონსულტაციო დახმარების გაწევას კომპანიებისათვის რომლებიც საქმიანობენ მრეწველობის, საკვები პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების, ლოჯისტიკური მომსახურების, ტურიზმის და კერძო ბიზნეს სხვა სექტორებში.
კონსტანტინე ჟღენტი - მმართველი პარტნიორი, უფროსი ბიზნეს კონსულტანტი/ტრეინერი
ბატონ კონსტანტინე 1995 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. სმედას მმართველი პარტნიორია ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან. მანამდე იგი მუშაობდა საქართველოს მრეწველობის, საქართველოს ეკონომიკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებში. ბატონ კონსტანტინეს აქვს დიდი გამოცდილიბა ბიზნესის მრავალ სექტორში, მათ შორის პროექტების მენეჯმენტში, ბიზნეს დაგეგმვაში, საწარმოების რესტრუქტურიზაციასა და განვითარების გეგმების შემუშავებაში, სასოფლო სამეურნეო ექსტენციაში, საწარმოო და ინდუსტრიული კლასტერების განვითარებაში, ფინანსებზე წვდომის საკითხებში, პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ჩამოყალიბებაში, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის განვითარებასა და ხელშეწყობაში, გადამამუშავებელი საწარმოების განვითარებაში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების სტრატეგიების შემუშავებაში, პროექტების მონიტორინგსა და შეფასებაში და სხვა.
ალექსანდრე ღოღობერიძე - პარტნიორი,
ბატონი ალექსანდრე ღოღობერიძე წარმოადგენს სმედას დამფუძნებელ პარტნიორს. მას გააჩნია ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. მანამდე იგი მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეკონომიკური განყოფილების უფროსად, ასევე თბილისის საავიაციო ქარხნის ეკონომიკისა და დაგეგმარების განყოფილებაში. ბატონ ალექსანდრეს აქვს დიდი ცოდნა და გამოცდილება მცირე და საშუალო საწარმოების ხელშოწყობასა და განვითარებაში, ბიზნეს დაგეგმარებაში და საერთაშორისო დონორების დაფინანსებით განხორციელებული ეკონომიკური განვითარების პროექტების მართვაში და ფინანსურ მენეჯმენტში, ფინანსურ ანალიზსა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში, მარკეტინგში და ეკონომიკის სექტორების კვლევებში, სტრატეგიულ განვითარებში, პროექტების შეფასებაში და მონიტორინგში, ადამიანური რესურსების მართვაში და სხვა.
ნინო დგებუაძე - ფინანსური მენერჯერი
ქალბატონმა ნინომ დაამთავრა თბილისის სახელმშიფო უნივერსიტეტის სტატისტიკის ფაკულტეტი. მას აქვს საბუღალტრო მართვის და ფინანსური მენეჯმენტის 22 წლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსში“ ფინანსურ მენეჯერის თანამდებობაზე. ქ-ნი ნინო „სმედა“-ში მუშაობს 2007 წლიდან. გარდა იმისა, რომ იგი წარმართავს „სმედას“ ფინანსურ მენეჯმენტს, ქალბატონი ნინო ასევე კონსულტაციებს უწევს ადგილობრივ მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსურ აღრიცხვასა და ფინანსურ მენეჯმენტში.
ირინე მექერიშვილი - უფროსი ბიზნეს კონსულტანტი/ტრეინერი
ქალბატონმა ირინემ დაამთავრა ამერიკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, ფლობს ბაკალავრის ხარისხს. 2005 წლიდან, ქ-ნი ირინე მუშაობს „სმედა“-ში. მას გააჩნია ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება რომელიც დააგროვა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ბიზნეს კონსულტანტის/ტრენერის პოზიციაზე. ქ-ნ ირინე მექერიშვილის გამოცდილება მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორც ბიზნესის დაგეგმვა, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აღრიცხვა. მას ასევე გააჩნია რამდენიმე წლიანი გამოცდილება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვისა და განვითარების მიმართულებით.
გიორგი ზაქაიძე - უფროსი ბიზნეს კონსულტანტი/ტრეინერი
ბატონი გიორგი ზაქაიძე 2003 წლიდან მუშაობს ბიზნეს საკონსულტაციო სფეროში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში სასოფლო-სამეურნეო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, ასევე ადგილობრივ როგორც არასამთავრობო, ასევე კერძო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებში პროექტების მენეჯერის, უფროსი ბიზნეს კონსულტანტის და ტრენერის პოზიციებზე. საკონსულტაციო სფეროში მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორებიცაა პროექტების მენეჯმენტი, სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, ბიზნეს დაგეგმარება, კონსალტინგი ფინანსურ და საგადასახადო აღრიცხვაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა და განვითარება, აგროსამრეწველო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა და სხვა.