აგროპორტალი

მომსახურება

შპს „სმედა“ დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კონსულტანტებითა და ტრეინერებით. ამასთან ერთად, კომპანია საჭიროების შემთხვევაში იყენებს 340-მდე მოწვეულ ექსპერტსა და კონსულტანტს, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სფეროებიდან.

„სმედა“ პოტენციურ მომხმარებელს სთავაზობს შემდეგი სახის მომსახურებას:

საკონსულტაციო მომსახურება:

ბიზნეს კონსალტინგი:
  • ბიზნეს კონსულტაციები ადგილობრივი საწარმოებისთვის;
  • ბიზნეს დაგეგმარება და ინვესტიციების დაგეგვმა;
  • კომპანიის რესტრუქტურიზაცია და განვითარება;
  • ადამიანური რესურსების განვითარება;
  • სტრატეგიული დაგეგმარება;
  • პროექტის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება;
  • ბაზრის შესწავლა / მიმოხილვა და მრეწველობის დარგების მიმოხილვა/ანალიზი;
  • ახალი პროდუქციის განვითარება და სტიმულირება;
  • აგრობიზნესის სექტორის მიმოხილვა და ანალიზი;
  • სასოფლო სამეურნეო პროექტების განვითარების მხარდაჭერა;
  • კონსულტაციები მცირე სესხებისა და გრანტების გაცემისა და მონიტორინგის საკითხებზე.

სათემო/რეგიონალური განვითარება:
  • სათემო ორგანიზაციების, ასოციაციების, კოოპერატივებისა და სხვა სახის სასოფლო/სათემო კავშირების შექმნა-განვითარების მხარდაჭერა;
  • ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და ჩამოყალიბებული სათემო ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა და ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სათემო ბიზნესის განვითარების პროექტების მენეჯმენტი და მონიტორინგი;
  • რეგიონალური ეკონომიკური სტრატეგიებისა და რეგიონალური კვლევების განხორციელება.

უცხოური ინვესტიციების მხარდაჭერა:
  • საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლა;
  • პარტნიორების მოძიება და მათი შეფასება;
  • პოტენციურ პარტნიორთა მიერ შეთავაზებული საინვესტიციო წინადადებების შეფასება;
  • მოლაპარაკებების პროცესში მხარდაჭერა და დახმარება;
  • ლოჯისტიკური მხარდაჭერა;
  • კომპანიების საიმედოობის შესწავლა/შეფასება (due diligence).

ბიზნეს-ტრეინგები:
  • ზოგადი სახის ბიზნეს ტრეინინგის პროგრამები - ტრეინინგ კურსები, სემინარები (სხვადასხვა ფორმატისა და ხანგრძლივობის);
  • ტრეინინგი ბიზნეს დაგეგმარებაში;
  • ტრეინინგი ფინანსურ დაგეგმარებაში/საგადასახადო საკითხებში/ფასწარმოქმნაში;
  • ტრეინინგი მარკეტინგში;
  • ტრეინინგი ფინანსურ მენეჯმენტში;
  • სპეციალური ფორმატის ბიზნეს ტრეინინგები კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფებისათვის (დამწყები მეწარმეები, ქალი მეწარმეები, ახალგაზრდა მეწარმეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სხვა);.
  • ტრეინინგები ბიზნეს ცენტრების, სასოფლო-სამეურნეო მომსახურების, ექსტენციისა და მექანიზაციის სერვის ცენტრებისთვის, საკრედიტო კავშირებისა და სხვა მსგავსი ბიზნეს გაერთიანებებისა და ბიზნეს მომსახურების სააგენტოებისთვის.

სასოფლო-სამეურნეო ტრეინინგები:
  • ტრეინინგი „ფერმერული ორგანიზაციები“;
  • ტრეინინგი „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციაში“;
  • ტრეინინგი „გენდერული საკითხები სოფლის მეურნეობაში“;
  • ტრეინინგი მზის ენერგიისა და ბიოგაზის წარმოებაში;
  • ტრეინინგი „პირუტყვის კვება“;
  • ტრეინინგი „პირუტყვის საკვებწარმოებაში“;
  • ტრეინინგი „პირუტყვის მოშენება“;
  • ტრეინინგი „რძის პროდუქტების წარმოება“;
  • ტრეინინგი „კარტოფილის წარმოება“;
  • ტრეინინგი :ხახვისა და ნივრის წარმოება“;
  • ტრეინინგი „სიმინდის/ჭარხალი/სტაფილო/მარცვლეულის წარმოებაში“;
  • ტრეინინგი „ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობება და შენახვა“;
  • ტრეინინგი მეფუტკრეობაში;
  • ტრეინინგი :კალმახისა და ტბორის თევზის წარმოებაში“;
  • ტრეინინგი :მეთხილეობაში.

სათემო განვითარების ტრეინინგები:
  • ტრეინინგი სათემო ეკონომიკური განვითარების საკითხებში.